კიევში ოთხი ნარკოლაბორატორია გამოავლინეს

სულ ნახვები : 2,081
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

უკრაინის დედაქალაქ კიევში 4 ნარკოლაბორატორია გამოავლინეს, საიდანაც 122 მილიონი გრივნას ღირებულების ნარკოტიკი ამოიღეს.

კიევის საქალაქო პროკურატურის ინფორმაციით, „პროდუქტებს“ ამზადებდნენ ბინებში.

ამ საქმიანობით ბრალდებულებს სტაბილური შემოსავალი ჰქონდათ - თვეში  16 მილიონ გრივნაზე მეტი.

სამართალდამცავებმა,თითქმის, 400 ლიტრი ნიტროეთანი ამოიღეს (საიდანაც 300 კგ-ზე მეტი ამფეტამინის მიღებაა შესაძლებელი), 3 ათასზე მეტი MDMA ტაბლეტი, 430 გრ ამფეტამინი, 205 გრ კანაფი, იარაღი და საბრძოლო მასალა.

საქმოსნებს 12 წლამდე პატიმრობა ელის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა