ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო, შესაძლოა, დღეს დატოვოს

სულ ნახვები : 224
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ლაზარე გრიგორიადისმა ციხე შესაძლოა დღეს დატოვოს - უფლებადამცველები ათონელის რეზიდენციიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტის გადაგზავნას ელოდებიან.

თუმცა, ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

„პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი შეწყალებას, თუ უკვე მოწერილი არ აქვს. მას შემდეგ შეწყალების აქტი იგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში და პენიტენციური დაუყოვნებლივ ათავისუფლებს მსჯავრდებულს...ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. რა დროსაც შეგვატყობინებენ, ჩვენ აუცილებლად დავიძვრებით გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებისკენ. დასვენების დღეები, როგორც წესი, ამ შემთხვევაზე არ მოქმედებს“, -  განაცხადა  ლაზარეს ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 12 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა