პირს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს ემუქრებოდა და 100 000$ სთხოვდა, პატიმრობა შეეფარდა

სულ ნახვები : 214
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ირკვევა, რომ ბრლდებული კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს ემუქრებოდა და თანხას სთხოვდა.

„საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით 100 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა