უტიფრობა, რომელსაც სჩადის „ქართული ოცნება“ არ შერჩება - ვიკა ფილფანი

სულ ნახვები : 322
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლის შემდეგ შემოგვიბრუნა ეს რუსული კანონი და დაამატა იმის მტკიცება, რომ ეს არ არის რუსული. ადარებს მას ევროპის და ამერიკის კანონს, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და ეს არაერთხელ დამტკიცდა, თუმცა ახალგაზრდების დამოკიდებულება არის ისეთივე მკაფიო, როგორიც იყო გასულ წელს, - ამის შესახებ CNews-ს  პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და მესტიის საკრებულოს წევრმა, ვიკა ფილფანმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველაზე ძვირფასი რაც შეიძლება იყოს ადამიანისთვის, ეს არის სამშობლო და მისი წართმევის უფლებას არ მისცემს ახალგაზრდები „ქართულ ოცნებას“.

ფილფანი ურჩევს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, როდესაც ისინი საუბრობენ გამჭვირვალობის შესახებ, თავად დაუბრუნდნენ გლობალური გამჭვირვალობის ორგანიზაციას, რომელთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.

„მნიშვნელოვანია ახალგაზრდების და ზოგადად მოქალაქეების ჩართულობა ამ პროცესში, ვინაიდან ეს ქვეყანა არის ამ ადამიანების. როდესაც ხალხი ასე ერთსულოვნად რაღაცაზე იძახის, რომ არ გვინდა იმიტომ, რომ ეს არის რუსული და ხალხმა დაარქვა ამას პირველ რიგში რუსული კანონი, რაც დაგვიდასტურა ყველა დასავლელმა პარტნიორმა, მამუკა მდინარაძე ვერ დაგვარწმუნებს ვერასდროს, რომ ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს. თუ გამჭვირვალობაზე მიდგება საქმე, მოდით მაშინ თავად დაუბრუნდნენ გლობალური გამჭვირვალობის ორგანიზაციას,ოთხი დასანქცირებული მოსამართლე დათანხმდეს გადამოწმებაზე და მერე გველაპარაკონ საერთოდ გადამოწმებაზე. ის უტიფრობა, რომელსაც აკეთებს „ქართული ოცნება“ არ შერჩება, რადგანაც არ ჯერ არავის შერჩენია მსგავსი რამ. იმაზე მეტი დასაკარგი რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყანა, ახალგაზრდებს არაფერი არ გვაქვს, ამიტომაც ვერ წაგვართმევენ მას“, - განუცხადა CNews-ს ფილფანმა.

ცნობისთვის, გუშინ 15 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა.

შეგახსენებთ, აქცია გაიმართება დღეს 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა