კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში - ვიოლა ფონ კრამონი

სულ ნახვები : 100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, - ასე აფასებს რუსულ კანონს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

„ევროპარლამენტის პოზიცია "ქართული ოცნების" რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ. X-ზე, ევროპარლამენტარმა, გუშინდელი, 15 აპრილის აქციის დროს, მოქალაქეების დაკავების ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს რუსული სტილია.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა