ონლაინმედიის ჟურნალისტების პარლამენტში შემოსვლის მიზანი პროტესტის გამოხატვაა - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 146
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მეორე დღეა პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონეა ამოქმედებული და ონლაინმედიის ჟურნალისტებს არ უშვებენ საკანონდებლო ორგანოში.

როგორც პარლამენტის თავმდჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა,მიზეზი ჟურნალისტების მიერ გამოხატული პროსტესტია.

„17 ტელევიზიის 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს პარლამენტის შენობაში. რაც შეეხება ონლაინმედიას, თქვენ გუშინ ნახეთ, ჯერ მანამდე ნახეთ, ბიუროს სხდომა როცა იყო, როდესაც ონლაინ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა, გაშალა პლაკატი. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ ზუსტად ეს ადამიანები, ამ მედიის წარმომადგენლები, მათი მიზანი შემოსვლის იყო პროტესტის გამოხატვა, მათ კიდევაც ჰქონდათ დამზადებული პლაკატები ნახეთ, რომ წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. ამიტომ, მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის დაფიქსირება, რაც გასაგებია, კი ბატონო, უნდათ პროტესტის დაფიქსირება, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში შენი პროფესიული, მოქალაქეობრივი თუ როგორიც გინდა პოზიციის დასაფიქსირებლად“, - განმარტა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა