მამუკა ხაზარაძე აქვეყნებს ცხრა პუნქტს და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით გახარიასთან მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმება უკვე მიღწეული იყო

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ცხრა პუნქტს, რომელზეც, მისი თქმით, გახარიასთან შეთანხმება მიღწეული იყო.

„ეს იყო, რაზეც შევთანხმდით: 1. საპარლამენტო არჩევნებში გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით 9, ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისას ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის ქართული ქარტია; 2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით; 3. გახარია თავად არ იქნება „ძლიერი საქართველოს“ პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა, ანალოგიური ნაბიჯისთვის (გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა, მაშინ ჩავეწეროთ ორივე); 4. ხაზარაძისა და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით, მაგ. 10-10 ლელო/ გახარია, ზემოდან თანაბრათ ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები (სხვა დეტალები დასაზუსტებელია).

P.S. მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება; 5. გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას ძლიერი საქართველოს პროგრამაში და მისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავრი პრიორიტეტი; 6. ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით. 7. 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება, თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან; 8. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო, სადაც ხაზარაძისა და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმომადგენილი და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც; 9. მართვა, საბჭო. მაგ: გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი ხმა, რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ ექვსი ადამიანი), 12 გახარია, 12 „ლელო“, 3-3 კოალიციიდან“,– წერს მამუკა ხაზარაძე.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა