პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული პირი პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისა და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს - წილოსანი ზურაბიშვილზე

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი პრეზიდენტის მიერ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

„სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა, ამბობდა რომ პოლიცია და “სპეცნაზი” მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს. ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს, აქციაც ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა.

ეს პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული პირი, რომელიც ადგილს მხოლოდ იმიტომ იკავებს რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეიფარა, პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს მის ქმედებებში ახალი თავია“, - წერს წილოსანი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 15 აპრილს,  „X“-ზე დაწერა, რომ: „სპეცნაზი“ წყლისა და გაზის ბალონებით მზად არიან გადავიდნენ მოქმედებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. დაკავებები გრძელდება“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა