დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 166
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა წერილობითი განცხადებაც და იცით, რომ მეც შევუერთდი მის ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, რომლის მიმართაც ჩემი წუხილები მაქვს. სამწუხაროდ დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, რაც გარკვეულწილად გასაგებია. ჩვენ არ ვართ ახლა მოწყვეტილი სამყაროს, მითუმეტეს როდესაც ვსაუბრობთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე. ჩვენ არ ვართ ცალკე კუნძული და ყოველთვის მნიშვნელოვანია რჩევების მოცემა, მაგრამ ამას აქვს ერთი რისკი - ელჩების მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტების განხილვაში აქვს აქვს ერთი რისკი, როდესაც ადამიანი ხარ უშუალო მონაწილე დისკუსიის, თუ დებატის, იმ მომენტში, დეფინიციითვე ხდები მიკერძოებული რაღაც აზრის მიმართ. რაღაც აზრზე ყალიბდები და შემდეგ ცდილობ დაიცვა. შესაბამისად, ეს იწვევს მიმხრობას ამა, თუ იმ პოზიციის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს თავად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ვინაიდან შემდეგ, როცა ემხრობა ამა თუ იმ პოზიციას, საზოგადოებაშიც ხომ სხვადასხვა აზრია პოზიციების მიმართ და ის, ვინც ამა, თუ იმ დიპლომატის საწინააღმდეგო პოზიციაზეა, უჩნდება ნეგატიური წარმოდგენები უპირველეს ყოვლისა, დიპლომატიური წარმომადგენლის მიმართ, რომელიც შემდეგ აბსტრაჰირდება იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ამიტომაც არის ვენის კონვენციაში ჩაწერილი, რომ შიდა საქმეებში მონაწილეობა არ უნდა იყოს. ეს მარტო სუვერენიტეტის საკითხი კი არ არის, თავად დიპლომატიური კორპუსის დასაცავადაც არის მნიშვნელოვანი“ ,- აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს გუშინ შეხვდა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა