ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალი გათავისუფლდა

სულ ნახვები : 239
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.

მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულს ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ნატო ხელაძე სამტრედიაში 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობა ბრალდება  მის ძმას წარედგინა,  ხოლო ჩხუბის ფაქტზე კიდევ  პირი დააკავეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა