„დღეს ოთხივე რაიონში დავრეკე, ერთი კაცი არ არის აქციაზე“ - ბეჟან წაქაძე იმერეთის მოსახლეობას აკონტროლებს

სულ ნახვები : 251
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„დღეს ოთხივე რაიონში დავრეკე, ერთი კაცი არ არის იქ, არც მოდიან..“ , - ამის შესახებ იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“  მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ, რუსთავლის გამზირზე გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც აღმოჩნდა დეპუტატი აკონტროლებს იმერეთის მოსახლეობას და იცის სად დადიან ადგილობრივები.

„მომისმინეთ, დღეს მე ყველგან დავრეკე ჩემს რეგიონებში, ოთხივე რაიონში,  ერთი კაცი არ არის იქ, არც მოდიან.. გადავამოწმე კი არა, ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. ხალხის სახელით საუბრობენ. ხალხის სახელით უნდა ვისაუბრო მე და ჩემმა კოლეგებმა, ჩვენ მოგვცეს ხმა.

500 კაცი იყო, 2 000, 3 000 იყო მაქსიმუმ ხო? და ნახევარ საათში დარჩა 500“ , - ამბობს წაქაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა