„ოცნებამ“ რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტებს უარი უთხრა

სულ ნახვები : 256
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტებს, რომლებიც საპარლამენტო ჯგუფ „გახარია საქართველოსთვის“ მიერ იყო წარდგენილი უარი განუცხადა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბექა ლილუაშვილი წერს.

„ოცნებამ საბოლოოდ მოკლა საკუთარი სახის შენარჩუნების შესაძლებლობა.

იმის ნაცვლად, რომ მიეღოთ კანონი, რომელიც მტერს მტერს დაარქმევდა და არ დააპირისპირებდა მოქალაქეებს მათთვის იარლიყების მიწებებით და თან მართლა გაზრდიდა ანგარიშვალდებულებას ყველა გრანტის, გრანტის მიზნის დაფინანსების მოცულობის შესახებ, - არჩია რუსული კანონის სამსჯელოდ მიღება!

მათ უარი უთხრეს ჩვენს მიერ ინიცირებულ ეროვნულ, ევროპულ და ქართულ ალტერნატიულ კანონებს და გააგრძელეს რუსული კანონის მიღება!“, - წერს ლილუაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა