ივანიშვილი არის სანქციების მოლოდინში, თქვენც დაელოდეთ სანქციებს! - გოცირიძე უმრავლესობას

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილი არის სანქციების მოლოდინში, მათ შორის აგენტების კანონიდან გამომდინარე - თქვენც დაელოდეთ სანქციებს! ასე მარტივად ვერ გადარჩებით, - განუცხადა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ  საპარლამენტო უმრავლესობას საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების  განხილვისას.

გოცირიძოს თქმით, ძნელად წარმოსადგენილა ამაზე უარესი კანონის მიღება რაცწარმოდგენილი ცვლილებების ის ნაწილია, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

გოცირიძის თქმითმ ნებისმიერს,  “ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს“, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში წილის გადმოტანა და ნებისმიერ ბიზნესში ჩადება.

“შეღავათს ერთი ადამიანისათვის აკეთებთ, რადგან იძულებული ხართ, რომ ეს გააკეთოთ. ამით ქვეყნის საფინანსო სისტემას უზარმაზარი რისკის წინაშე აყენებთ.

კანონის მიღება გეჩქარებათ, რადგან ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ თავშესაფრად უკვე ოფშორებიც არ გამოდგება. დემოკრატიის ძალა და დემოკრატიული სახელმწიფოების მსახვრალი ხელი ყველგან მისწვდა სანქციების სახით, მათ შორის მისწვდა ოფშორებს. ამიტომ მას ყველა აქტივის გადმოტანა უნდა - უნდა დაარეგისტიროს “ქართუს“ ან “ელიტა ბურჯის“ ბალანსზე, არ გადაიხადოს გადასახადები და საქართველო თავის ციხე-სიმაგრედ შექმნას. არის სანქციების მოლოდინში, მათ შირის აგენტების კანონიდან გამომდინარე - თქვენც დაელოდეთ სანქციებს! ასე მარტივად ვერ გადარჩებით!“ - განაცხადა გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა