„თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს“ - „ლელოს“ ბრიფინგი პოლიციის სამმართველოსთან

სულ ნახვები : 88
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა, რომელიც ორი დღის წინ პოლიციამ უკანონოდ დააპატიმრა და დღემდე არ ვიცით ბრალდება რა დააშავა მან, - ამის შესახებ პარტია „ლელო“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კუპრაძე არის უკანონო პატიმარი და მისი თავისუფლებისთვის და რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და არ დასრულდება მანამ, სანამ რუსული მთავრობისგან არ გათავისუფლდება ქვეყანა.

„ჩვენ ვნახეთ მხოლოდ კადრები, თუ როგორ შეათრიეს იგი და თავიანთი უკანონ ქმედებით აღუკვეთეს თავისუფლება. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანას თავზე მოახვია კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სულისკვეთებას, თავისუფლებას და ევროპულ გზას. ეს ბრძოლა იქნება პრინციპული, ეს არის რუსული მთავრობა და მადლობა ყველას ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული. მე მინა მოუწოდეო ყველას, რომ დღეს არ არის სახლში ჯდომის დრო, რადგანაც ეს კანონი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩანაწერს კონსტიტუციაში და ჩვენი მოსახლეობის და მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს, რაც არის ევროკავშირი. ამის შესახებ გვითხრა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ და აქეთ მხარეს დგას ირაკლი კუპრაძე. თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს. ბრძოლა გაგრძელდება და იქნება საქართველოს გამარჯვებამდე", - განაცხადა ხაზარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა