პარლამენტმა „რუსული ფულის კანონი“ მეორე მოსმენით დაამტკიცა

სულ ნახვები : 172
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საგადასახადო კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ოფშორული ზონაში რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან გათავისუფლებას გულისხმობს, პარლამენტმა  მეორე მოსმენით მიიღო.

„ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 9 დეპუტატმა მისცა.   რეგისტრაცია 105-მა დეპუტატმა გაიარა.

 კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამ ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკული შეფასებების ფონზე ჩაიარა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი სანქციების მოლოდინიშია და აპირებს ოფშორებიდან ქონების გადმოტანას, აღნიშნული კანონი კი გადასახადებისაგან მის გათავისუფლებას ემსახურება. დეპუტატების თქმნით, ეს კანონი გზას გაუხსნის საქართველოსი სანქცირებული რუსი ოლიგარქების ფულს.  დეპუტატებმა ამ კანონს „რუსული ფულის“ კანონის კი უწოდეს.  კანონპროექტი პირველი მოსმენით, გუშინ 17 აპრილს მიიღეს.  კანონპროექტის თანახმად ხდება ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა