„პუტინი დიქტატორია, პატრიარქი კირილი მისი თანამონაწილე“ - ევროპის საბჭო

სულ ნახვები : 166
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ალექსეი ნავალნის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო.

რეზოლყცუაში წერია, რომ პუტინი დიქტატორია, პატრიარქი კირილი კი მისი თანამონაწილე, რუსული ნაცთობგადამამუშავებელი ქარხნები უკრაინის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეებია.

მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის სახელმწიფომ ნავალნი „დევნა და საბოლოოდ მოკლა“ ვლადიმერ პუტინის რეჟიმთან ოპოზიციაში ყოფნის გამო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე განაცხადა, რომ პუტინის დროს რუსეთი დიქტატორულ ქვეყანად გადაიქცა და მმართველი რეჟიმი „აწარმოებს ომს დემოკრატიის წინააღმდეგ“.

რეზოლუციაში  რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია „ვლადიმერ პუტინის რეჟიმის იდეოლოგიურ გაგრძელებადაა" მოხსენიებული, რომელიც , ჩართულია რუსეთის ფედერაციისა და რუსული სამყაროს იდეოლოგიის სახელით ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა