პარლამენტში ხვალ, შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

სულ ნახვები : 92
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხვალ,  9 აპრილს პარლამენტში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა. 

შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

აღსანიშნავია, რომ მინისტრმა პარლამენტში  ასევე ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით  უკავშირდება.

19 აპრილს პარლამენტში ასევე ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება.

როგორც ცნიობილია,  ლევან დავითაშვილმა კომპანია “ორბი ბახმაროს“ მიერ ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა