საზოგადოებამ იხილა, ალეკო ელისაშვილი როგორ ახტებოდა პოლიციის კორდონს, მომაწექითო - გია ვოლსკი

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

საზოგადოებამ იხილა, ალეკო ელისაშვილი როგორ ახტებოდა პოლიციის კორდონს, მომაწექითო, ყვიროდა და აგრესიული იყო. შემდეგ ის ტერიტორიიდან განარიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ასეთი საქციელი სწორი არ არის.

„დეპუტატისგან სწორია ასეთი საქციელი, რომლის მოწოდებასაც შეიძლება, ისეთი სახის დაპირისპირება მოჰყვეს, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიას ძალიან ძვირად დაუჯდება? ალეკო ელისაშვილი როგორ გამოიყურება, როგორც პოლიტიკოსი, მოქალაქე, როცა იგინება და ჯიბიდან გავარდნილი ხულიგანივით იქცევა. რაც შეეხება ძალადობას, გადაჭარბებული ძალის გამოყენება არავის მიმართ არ შეიძლება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა