რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს, ხოლო ჩვენი მეგობრები და პარტნიორები შეშფოთებულები არიან - ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 149
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს კანონი, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია პირდაპირ ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანას წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში ეხმარებიან - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, LN24-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს, და ამის საპირისპიროდ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები აპროტესტებენ და შეშფოთებული არიან ამ კანონის მიღების პროცესით.

„ეს კანონი, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია პირდაპირ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოში და ქვეყანას წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში, კულტურის, განათლების სფეროებში ეხმარებიან. ეს ქვეყანა 30 წლის განმავლობაში ევროპელების და ამერიკელების ყურადღებას და მხარდაჭერას იღებდა. ესაა მიზანში ამოღებული და გასაკვირი არ არის, რომ ერთი მხრივ, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს, და ამის საპირისპიროდ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, როგორც ევროპელები, ისე ამერიკელები აპროტესტებენ და შეშფოთებული არიან ამ კანონის მიღების პროცესით“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა