თქვენი, სპეცრაზმის, ხარებას მხრიდან განწირული ეს ადამიანი - ლევან ხაბეიშვილი ახალგაზრდის ცემაზე

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თქვენი დავალებით გააკეთეს ეს ყველაფერი. თქვენი მხრიდან, სპეცრაზმის, ხარებას მხრიდან ხომ იყო განწირული ეს ადამიანი, -  განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ, დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა  პარლამენტის სესიაშე შს მინისტრის, ვახტაგ გომელაურის მისამართით სპეცრაზმის მხრიდან აქციის  მონაწილის დევნისა და ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

ხაბეიშვილის თქმით, 2-5 მილიონი ლარის ბრუნვა აქვს დაცვის კომპანიას, სადაც არიან ზონდერები.

„ხომ ამბობდით მგზნებარედ, რომ ერთი ადამიანის თმის ღერად არ გიღირთ არაფერი, ასე ამბობდით, როდესაც რუსული კანონი გაიწვიეთ. ერთ ადამიანს თმის ღერი ჩამოუვარდეს კი არა, გომელაური აქ არის და პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ მოწყვეტით დავარდა ახალგაზრდა და დაარტყა საფეთქელი. ღმერთის წყალობით გადარჩა, მთელი საქართველო ლოცულობდა, რომ ეს ბავშვი ცოცხალი ამდგარიყო იქიდან. ეს კადრები ხომ ნახეთ და ხომ თქვენი დავალებით გააკეთეს ეს ყველაფერი. თქვენი მხრიდან, სპეცრაზმის, ხარებას მხრიდან ხომ იყო განწირული ეს ადამიანი. ქუჩებში, ეზო-ეზო მისდევდით ახალგაზრდებს და როგორ ახალგაზრდებს მისდევდით იცით? რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და უნდათ ევროპული მომავალი, მაგრამ თქვენ ქუჩებში სდიეთ, რომ მაქსიმალურად გერტყათ ამ ადამიანებისთვის და დაგესაჯათ ევროპული მომავლის სურვილის გამო.

როდესაც სადამსჯელო ღონისძიებაზე ვსაუბრობთ, ეს ხარება რომ დაგიქირავებიათ. ივანიშვილმა  2-5 მილიონი ლარის ბრუნვა აქვს დაცვის კომპანიას, სადაც არიან ზონდერები, გადააცმევთ ფორმებს და აუცილებლად ბევრი კეთილსინდისიერი თანამშრომელი მოყვება, რომ ესენი არ არიან გდდ-ს თანამშრომლები, ესენი არიან თქვენი პირადი, ხარებას ზონდერები და 300-დან 500-მდე გყავთ ასეთი, რომლებიც დაცვის სამსახურებში გყავთ გაფორმებული, ძალიან ბევრ შავ ფულს აძლევთ და შემდეგ ახალგაზრდებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ და უსწორდებიან ფიზიკურად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა