საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი რუსების ბინძური, სისხლიანი ფულისთვის, რაც სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენს წევრობას EU-ში და გააუქმებს ვიზალიბერალიზაციას - გვარამია ოფშორულ კანონზე

სულ ნახვები : 145
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„აქ გადმოვა ყველა რუსი ბიზნესმენის შავი ქონება და საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი მათი ბინძური, სისხლიანი ფულისთვის“ , - ასე ეხმაურება პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პარლამენტის მიერ ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტის მიღებას.

მისი თქმით, ეს სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენს წევრობას EU-ში და გააუქმებს ვიზალიბერალიზაციას.

„კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა და ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, მისი ქონება არ იყოს დასანქცირებული ოფშორულ ზონაში. იგივე რეჟიმის ქვეშ მოჰყვება ყველა რუსი ბიზნესმენი, ვინც არის უკვე დასანქცირებული და ვის ქონებასაც მიაკვლიეს ოფშორებში. აქეთ გადმოვა ყველა ასეთი რუსი ბიზნესმენის შავი ქონება და საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი ბინძური, სისხლიანი ფულისთვის. რუსების ბინძური, სისხლიანი ფულისთვის და მათთვისაც არავითარი გადასახადი არ იმოქმედებს.

საქართველო ხდება გაუბედურებული, მაფიოზური ქვეყანა რუსული ოლიგარქების, დასანქიცრებული რუსული ოლიგარქების ხელში. ეს სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენს წევრობას ევროკავშირში და არა მხოლოდ. ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ სავიზო რეჟიმი გაგვიუქმდება და უკან იქნება გაწვეული. ასე რომ, არა მხოლოდ ძირს რუსული კანონი "გამჭვირვალობაზე," ვითომ გამჭვირვალობაზე, არამედ ძირს რუსული კანონი საქართველოსგან ოფშორული ფულის გათეთრების ზოლის შექმნის შესახებ. და ზოგადად, ასეთი კანონი უკვე ბევრი იქნება, ამიტომ, ჯობია, რომ ჯამურად ვთქვათ: ძირს რუსული მთავრობა“, - აცხადებს გვარამია.

ცნობისთვის, დღეს, 19 აპრილს, პარლამენტმა მესამე მოსმენით 79 ხმით ოფშორების კანონპროექტი მიიღო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა