7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე? - არჩილ თალაკვაძე

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე? - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე,  არჩილ თალაკვაძე, ოპოზიციონერი დეპუტატების  შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მისამართით გაკეთებულ მწვავე შეფასებებს.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რადგან წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ოპოზიციას უფლება აღარ აქვს ხელისუფლების შეცვლიდან 12 წლის შემდეგაც კი მმართველი ძალა გააკრიტიკოს.

„შს მინისტრი მოიწვიეს ინტერპელაციით, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხზე სასაუბროდ და ქალების საკითხი გამოიყენეს ამ იაფფასიანი პერფორმანსის მოსაწყობად. ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქალებსაც, ბავშვებსაც, ხანდაზმულ თანამოქალაქეებსაც, ეროვნულ ინტერესებსაც, ყველაფერს იყენებს ერთადერთი პოლიტიკური მიზნისთვის, რომ როგორმე ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ.

ვინ გვესაუბრება? 7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე. ამ ადამიანებმა და მათმა ლიდერებმა, ეს სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადასტურებული, მოქალაქეებს ჩაუკეტეს გასასვლელები და სამაგალითოდ, პირდაპირ ეთერში დასაჯეს უკიდურესი ძალადობით ჩვენი თანამოქალაქეები. არის კადრები, რომ კორპუსებში, მეორე-მესამე სართულზე მოქალაქეებს ესროდნენ გაზის ტყვიებს. მათ შორის ქალებსაც.

გაუსწორდნენ საქართველოს ომბუდსმენს, რომელიც მონიტორინგს უწევდა აქციებს. მე თვითონ, როგორც ომბუდსმენის თანამშრომელს კლინიკებში მაქვს ნანახი რა დაზიანებები ჰქონდათ მიღებული ადამიანებს აქციების დარბევის მერე, გარდა იმისა, რაც მოქალაქეებმა საჯაროდ ნახეს. ესენი დღეს აქ გამოდიან და თავს უფლებას აძლევენ, რომ საქართველოს საზოგადოებას ელაპარაკონ ძალის გადამეტებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა