საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნებათ

სულ ნახვები : 181
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნებათ - შესაბამისი ცვლილებები ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

დღეს მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სტაჟიორთა რაოდენობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცვლილებებით კი, 10%-იანი შეზღუდვა 20%-ით იცვლება.

ასევე, ანაზღაურებადი ხდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინების ხარჯებიც.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი იწყება, რომელშიც დაახლოებით 20 000 სტუდენტი იქნება ჩართული. აღნიშნული ფესტივალი ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტს შეეხება. ასევე, გაძლიერდება საბანაკე მიმართულება, იქნება საგრანტო პროექტები, თემატური ბანაკები.

ყველა ეს კომპონენტი არის მცდელობა იმისა, რომ ეს სერვისი რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისწვდეს და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული.

ამ პოლიტიკის ფარგლებში, სტუდენტთა სტაჟირება უმნიშვნელოვანესი საკითხია. აღნიშნული ეხმიანება ახალგაზრდული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად განვითარების სურვილს, რაც თანხვედრაშია ახალგაზრდების პროფესიულ ცხოვრებაში ჩართვის ინიციატივასთან.

სტაჟიორებისათვის დადგენილი 10%-იანი შეზღუდვის, 20%-მდე გაზრდის შემთხვევაში სტაჟიორთა რიცხოვნობა გაიზრდება, რაც შესაძლებლობას მისცემს საჯარო დაწესებულებებს, სტაჟირების პროგრამა უფრო მეტ ბენეფიციარს შესთავაზონ.

სტაჟიორთა რიცხოვნობის ზრდა, არა მხოლოდ აძლიერებს სტუდენტების უნარებსა და ცოდნას, არამედ წარმოადგენს გადამწყვეტ საფეხურს მათ პროფესიულ განვითარებაში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საჯარო დაწესებულებები შეიძენენ დამატებით მოტივირებულ ადამიანურ რესურს, რაც საჯარო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”,- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა