ნუ გექნებათ ილუზია, რომ ვინმე აქ რაიმეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა და ყველა იქნება მკაცრად დასჯილი - ღარიბაშვილი

სულ ნახვები : 248
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ნურავის ნუ გექნებათ ილუზია, რომ ვინმე აქ რაიმეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა იქნება და ყველა იქნება მკაცრად დასჯილი“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, ნურავის ნუ გექნებათ ილუზია, რომ ვინმე აქ რაიმეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა იქნება და ყველა იქნება მკაცრად დასჯილი. ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. ვიმეორებ, პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება, გაიმართოს დისკუსია, ხოლო ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნებზე. არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე და კითხვა არ დარჩება. ქვეყანა გააგრძელებს კეთილდღეობას, მშვიდობიან განვითარებას. ჩვენ ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას", - ამბობს ღარიბაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა