ქობულეთში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - არის მსხვერპლი
სულ ნახვები :
316
..
ავარია ქობულეთში - არსებული ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაში არის გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.