თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა გასხვისებული საძოვრის დაბრუნებას ითხოვს

სულ ნახვები : 295
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის მოსახლეობა, გასხვისებული საძოვრის უკან დაბრუნებას ითხოვს.

აქციის ერთ- ერთი მონაწილის განაცხადებით კანონის გვერდის ავლით, 6000 კვ.მ მიწის ფართობია მითვისებული.

„ამ ადგილს სოფელი იყენებდა საძოვრებად და ამავდროულად, დასასვენებლად. არ ვიცით, რა გზით, საძოვრებად გამოყენებული მიწები დარეგისტრირდა კერძო პირებზე, როგორც სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების და შემდეგ გაიყიდა სხვა პირზე. ჩვენ ვიყავით თავის დროზე გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან, რომელიც დაგვპირდა, რომ ამ ადგილებში მშენებლობის ნებართვა არ გაიცემოდა, თუმცა ახლა, მარტის თვეში, თელავის მერიამ ეს ნებართვა გასცა“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივები თვლიან, რომ მიწების მითვისება თაღლითურად მოხდა და მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში აქციის გაგრძელებას გეგმავენ.

„გამოდის საქონელი აღარ უნდა ვიყოლიოთ, ბავშვები ვაშიმშილოთ და გადავსახლდეთ. ეს ჩვენთვის საძოვარიც არის და დასასვენებელი ადგილიც. ჩვენი ინფორმაციით, გაყალბდა დოკუმენტი, მიწა ფიქტიურად გადაიყიდა რამდენიმე პირზე და ტერიტორიაზე ახლა კერძო მფლობელი სახლს აშენებს “,-აცხადებენ ადგილობრივები.

კერძო პირი, რომელიც საძოვრების ადგილას საცხოვრებელ სახლს აშენებს, ამბობს, რომ მიწა საჯარო რეესტრში აქვს დარეგისტრირებული.

საძოვრისა და დასასვენებელი ადგილის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, საქმეში ძალოვანი სტრუქტურების ჩართვასა და მიწის მითვისების პროცესის გამოძიებას ითხოვს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა