„ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ კოალიციური შეთანხმება - ხმაური რუსთავის საკრებულოში

სულ ნახვები : 656
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 24 აპრილს რუსთავის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

აღნიშნულის მიზეზი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტი გახდა.

როგორც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბექა ლილუაშვილი CNews-თან საუბრისას აცხადებს, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ერთობლივი ქმედება.

„რუსთავში მიმდინარეობს პრიმიტიული პროცესი, რომელიც ძალიან ბევრჯერ გვინახავს, ეს არის „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ კოალიციური შეთანხმება, რომლითაც ფაქტობრივად რუსთავის საკრებულო კვლავ გახდა ერთპარტიული და ამ ორმა რადიკალურმა ძალამ, ერთმანეთის მიხმარებით გადაირჩიეს ჩვენი წარმომადგენელი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან. აქ საუბარია კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ნაწილი არ აპირებდა მონაწილეობის მიღებას, ნაწილი დარჩა და საბოლოო ჯამში მიიღეს ეს შედეგი და ვულოცავთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი საერთო შეთანხმების მიღწევას“, - განუცხადა CNews-ს ლილუაშვილმა.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა