ყალბი მართვის მოწმობა 550$ - დაკავებულია ოთხი პირი

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.

როგორც ირკვევა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბრალდებულებმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და გაასაღა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ.

არსებული ინფორმაციით, ყალბი დაკუმენტების დამზადება 550 აშშ დოლარად იყო შესაძლებელი.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომანქანის მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა