რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მღვდელს, რომელმაც ნავალნის წესი აუგო მსახურება აუკრძალა

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მღვდელს, რომელმაც ალექსეი ნავალნის პანაშვიდი აღასრულა, მსახურება აუკრძალა.

განკარგულების თანახმად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი დიმიტრი საფრონოვი სამი წლით გაათავისუფლეს სამსახურიდან და გაგზავნეს ნოვიე ვოროტნიკის (მოსკოვი) წმინდა პიმენ დიდის ეკლესიაში. სამი წლის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება საფრონოვის შემდგომი სამსახურის შესახებ. განკარგულებას ხელი მოაწერა პატრიარქმა კირილმა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტში არ არის მითითებული. პარალელურად, საფრონოვმა დაკრძალვის დღეს ალექსეი ნავალნის წესი აუგო და გარდაცვალებიდან მე-40 დღეს პანაშვიდი გადაუხადა.

„მონანიების პერიოდის ბოლოს, მორჩილების ადგილიდან გამოხმაურების საფუძველზე, მიიღება გადაწყვეტილება მისი შემდგომი სამღვდელო სამსახურის შესაძლებლობის შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა