პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადების დღესვე მიიღო. შეწყალების ოქმის გამოსაცემად მას სჭირდება განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად კი მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 12 აპრილს, მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა