სასწაული მოხდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ქალბატონ სალომეს - ბექა გრიგორიადისი

სულ ნახვები : 196
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...


სასწაული მოხდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ქალბატონ სალომეს, - განუცხადა CNews-ს ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა.  

მისი თქმით, არ შეწყვეტენ ბრძოლას, ვიდრე საქართველოს პრორუსი ხელისუფლებისგან არ გაათავისუფლებენ. 

„მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ნ პრეზიდენტს.  გულწრფელად ვიტყვი, მე არ მჯეროდა, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებდა.  ამაში 2 თვის წინ დავრწმუნდი, მას შემდეგ, რაც დაიწყეს სასამართლო პროცესების გაჭიანურება.  დავრწმუნდი, რომ შიშობდნენ,  პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. 

 11 თვის განმავლობაში მეგონა, რომ განწირული იყო ჩემი შვილი და სასწაული მოხდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ქალბატონ სალომეს და ყველას, ვინც ლაზარეს გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა და ვინც გულშემატკივრობდა ჩემს შვილს.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვიბრძოლებთ ბოლომდე,  არ გავჩერდებით, ვიდრე საქართველოს არ დავიხსნით რუსეთუმე მთავრობისგან“, -  განუცხადა CNews-ს გრიგორიადისმა. 

 შეგახსენებთ, მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისმა, რომელსაც 9 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დღეს საპატიმრო დაწესებულება დატოვა. 


 ირინა მაკარიძე CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა