ხელისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლოში მეთორმეტე კლასის მოსწავლეს ასამართლებს

სულ ნახვები : 166
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის ლუკა ჯიხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სპეცრაზმელებმა საპროტესტო აქციაზე ყოველგვარი მიზეზი გარეშე დააკავეს, თუმცა შემდგომში მას სპეცრაზმელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და კორდონის გარღვევის მცდელობას ედავებოდნენ.

სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში კი კარგად ჩანს, რომ მეთორმეტე კლასის მოსწავლეს, საპროტესტო აქციაზე, არანაირი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, როდესაც მას სპეცრაზმელი ხელი ეხება, ჯოხაძე ტრიალდება და მისი პასუხი სპეცრაზმელის ქმედებაზე არის ღიმილი, რის შემდგომაც მას აკავებენ.

როგორც ირკვევა ბრალდების მხარეს, ერთადერთი ხელჩასაჭიდი, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ჩვენებები აქვს, რომლებსაც ისინი სასამართლოზეც გაიმეორებენ და დაადასტურებენ ყველა იმ სიტყვას, რასაც ბრალდების მხარე ამბობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა