ხვიჩა კვარაცხელიას განცხადება მკაფიოა, ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა - კალაძე

სულ ნახვები : 611
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველა წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემსოციალურ ქსელში დაწერა.

კალაძის შეფასებით, ხვიჩას განცხადება მკაფიოა, ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა.

„ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს. ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად. ხვიჩას განცხადება მკაფიოა - ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა!

ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები. 

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!

საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!“- წერს კალაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა