21 400 აშშ დოლარისა და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურების გასაღება - დაკავებულია ერთი პირი

სულ ნახვები : 162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა