მამაკაცის და ქალის ურთიერთობა კი არ არის ქორწინება, არამედ „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“ - სუბარი

სულ ნახვები : 321
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი,  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „სულ რაღაც რვა წელიწადში იძულებული გავხდით, ჩავწეროთ, რომ მამაკაცის და ქალის ურთიერთობა კი არ არის ქორწინება, არამედ „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“.

„1995 წლის კონსტიტუციის მუხლი ამბობდა, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ეს ნიშნავდა, რომ ქორწინება არ შეიძლება, იძულებით იყოს და ქალი და მამაკაცი თანასწორია. მეტი საჭიროება არ არსებობდა, ქალისა და მამაკაცის ხსენებაც არ არსებობდა, რადგან სხვა რა შეიძლება იყოს ქორწინება, თუ არა ქალისა და მამაკაცის ერთობა? გავიდა დრო და 2017 წელს იძულებული გავხდით, ჩაგვეწერა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომ ვინმეს არ მოსვლოდა აზრად, სხვა ტიპის ურთიერთობა მოეგვარებინა კანონით.

ზუსტად ის ადამიანები, ვინც მაშინ ამას გვეუბნებოდნენ, როგორც ოპოზიციონერები, ასევე „ენჯეოები“, დღეს გვეუბნებიან, რომ მაშინ კარგი ჩანაწერი ხომ გააკეთეთ და რაღად გინდათ, ახლა დამატებით რაღაცას რომ იგონებთო. დამატებითი, იცით, რა არის? ერთი პუნქტი ემატება კონსტიტუციას, რომ სპეციალური კანონი უნდა მივიღოთ. ეს სპეციალური კანონი ერთმუხლიანია, სულ რვა პუნქტისგან შედგება. პირველ პუნქტში წერია, რომ კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს. სულ რაღაც რვა წელიწადში იძულებული გავხდით, ჩავწეროთ, რომ მამაკაცის და ქალის ურთიერთობა კი არ არის ქორწინება, არამედ „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“,- თქვა სუბარმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა