გაიწვიეთ რუსული კანონი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის გადაულახავ წინაღობად იქცა - საჯარო მოხელეების მიმართვა პარლამენტს

სულ ნახვები : 234
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

მარტის აქციების მონაწილე - „ქალი ევროკავშირის დროშით“,  ნანა მალაშხია საჯარო მოხელეების სახელით, პარლამენტარებისთვის მომზადებულ მიმართვას ავრცელებს და მასზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს საჯარო მოხელეებს.

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, საჯარო მოხელეები, წლების მანძილზე, ჩვენი კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით ვემსახურებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და სწორედ ამ დაუღალავი შრომისა და ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად, საქართველოს 2023 წლის ბოლოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ ამაყი ვართ, რომ წილად გვხვდა პატივი ვიყოთ ამ ისტორიული პროცესის უშუალო თანამონაწილეები.

დღეს, ჩვენი მრავალწლიანი შრომის შედეგი და ჩვენი შვილების ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებითა და მისი მიღების მცდელობით. ჩვენმა მეგობრებმა, ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შეაჩერებს.

ჩვენ, საჯარო მოხელეები, ვემსახურებით რა ჩვენს ქვეყანას, მის შეუქცევად განვითარებასა და ჩვენი თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობას, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა, ჩვენი ისტორიული მიზნის მიღწევა - საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა.

ჩვენ, საჯარო მოხელეები, მოგიწოდებთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის გადაულახავ წინაღობად იქცა, გაწვეულ იქნეს და მოგვეცეს შესაძლებლობა გავაგრძელოთ მუშაობა კონსტიტუციის 78-ე მუხლის  შესასრულებლად.

მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - წერია მიმართვაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა