არ დავუშვებთ საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას, ვიქნებით უკომპრომისოები!- მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“

სულ ნახვები : 227
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ქართული ოცნების“ მხრიდან შესაძლო ხელოვნების ნაწარმოების დაცენზურებას მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ ეხმაურება და აცხადებს, რომ არ დაუშვებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ამ ბრძოლაში უკომპრომისოები იქნებიან“.

„ათ თვეზე მეტია კინემატოგრაფისტები, ფაქტებზე დაყრდნობით,  ვაცხადებთ, რომ ქართული თანამედროვე კინო ცენზურის საფრთხის ქვეშაა.  დღეს კი, რუსული კანონის კვალდაკვალ, ეს საკითხი კანონმდებლობის დონეზე განიხილება.

 „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“  საკონსტიტუციო კანონპროექტის საჯარო განხილვისას, მმართველი პარტიის წევრები დაუფარავად საუბრობენ ცენზურის საჭიროებაზე:

„ამ საკითხს  დაარეგულირებენ შესაბამისი სამსახურები..” – ანრი ოხანაშვილი.

„...ასევე შეიძლება გააკეთო იმგვარად რომ ეს ნაწილი იყოს ამოღებული.. ჩვენ ამას რომ ვსწავლობდით, მე პირადად მაშინ გავიგე ბევრი ძალიან ცნობილი ფილმის შესახებ, რომლებიც იმ პერიოდში [საბჭოთა კავშირის დროს] თურმე ყოფილა ნახევარი საათით მეტი, ორსაათიანი ფილმი რომ გვაქვს ახლა ნანახი ორსაათნახევრიანი იყო და ასეთი რაღაცების ამოღების გამო გახდა ორსაათიანი” – მამუკა მდინარაძე.

‼️საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, ,,შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია”.

ჩვენ არ დავუშვებთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისოები!

არა ცენზურას‼️ არა რუსულ კანონებს‼️“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა