„ოცნება“ არღვევს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და გვაბრუნებს რუსულ ორბიტაზე - გახარიას პარტია

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ხელისუფლება ასრულებს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, ტოვებს ქვეყანას მეგობრების გარეშე, ართმევს განვითარების პერსპექტივას, ამკვიდრებს რუსული ტიპის ავტორიტარიზმს და მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ“ , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რითაც სენატორების წერილს ეხმაურებიან.

პარტია ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.

„აშშ-ს სენატორების ორპარტიული წერილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლის ფაქტის წინაშე დაგვაყენა. ხელისუფლება ასრულებს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, ტოვებს ქვეყანას მეგობრების გარეშე, ართმევს განვითარების პერსპექტივას, ამკვიდრებს რუსული ტიპის ავტორიტარიზმს და მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ.

ხელისუფლება საქართველოს მეგობრებს - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დამცველებს - აცხადებს მტრებად, რითაც ღიად არღვევს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და გვაბრუნებს რუსულ ორბიტაზე.

მივმართავთ ხელისუფლებას - გაიწვიეთ კანონი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოს, ჩაატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დააბრუნეთ ქვეყანა ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა