ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო ზურაბიშვილს პოლიტიკურ განცხადებებს - კობახიძე პრეზიდენტს არ მიესალმა

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტს არ მიესალმა.

„ბატონ პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით.

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი (სალომე ზურაბიშვილი) და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის.

კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს," - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა