თქვენ გადაუხვიეთ ევროპულ კურსს და ცდილობთ ქვეყანას წაართვათ მომავალი - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ ვიხილეთ რუსული სამთავრობო მარში, სადაც ადამიანები ძალდატანებით, მოტყუებით, მოსყიდვით ჰყავდათ ჩამოყვანილი საქართველოს რეგიონებიდან, - განაცხადა ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე. 

მისი თქმით, ოცნებამ  გადაუხვია ქვეყნის ევროპულ კურსს და თქვენ ცდილობს ჩვენს ქვეყანას წაართვას ევროპული მომავალი.

„ჩვენ ვიხილეთ რუსული სამთავრობო მარში, სადაც ადამიანები ძალდატანებით, მოტყუებით, მოსყიდვით ჰყავდათ ჩამოყვანილი საქართველოს რეგიონებიდან, სადაც ჩაწერილი ტაშის ფონზე ბიძინა  ივანიშვილს დაცარიელებულ რუსთაველზე უწევდა სიტყვით გამოსვლა. რატომ დაკარგეთ ხალხის ნდობა, რატომ დაკარგეთ, მათ შორის იმ ადამიანების ნდობა, რომლებმაც შესაძლებელია, 2012 წელს მოგცეს ხმა? იმიტომ რომ თქვენ გადაუხვიეთ ქვეყნის ევროპულ კურსს უკვე ღიად და თქვენ ცდილობთ ჩვენს ქვეყანას წაართვათ ევროპული მომავალი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანას ყოველწლიურად ტოვებენ საქართველოს მოქალაქეები, იმიტომ რომ შეუძლებელია გაღარიბებულ ქვეყანაში  ცხოვრება, სადაც არ არსებობს პერსპექტივა, არ არსებობს სამუშაო ადგილი და ერთადერთი შანსი არის საჯარო სექტორში მუშაობა, სადაც ადამიანებს ძალდატანებით ტაშის დამკვრელებად ამუშავებთ, აიძულებთ მასწავლებლებს დატოვონ საკლასო ოთახები“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა