ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციები 10%-ით დაეცა

სულ ნახვები : 800
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის აქციები მკვეთრად დაეცა.

აღნიშნულის შესახებ, სოციალურ ქსელში, პოლიტოლოგი გიორგი რუხაძე წერს.

მის მიერ გამოქვეყნებულ სქრინში, ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ბანკის აქციების ფასს 10%-იანი ვარდნა აქვს.

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე კატასტროფა ხდება. ჯერ არ გათენებულა და საქართველოს ბანკის აქციები უკვე 10 პროცენტით დაეცა. ბოლო 2 კვირაში ბანკის კაპიტალიზაციიდან მილიარდნახევარ ლარზე მეტი აორთქლდა. წარმოგიდგენიათ სანქციების დაწესებისა და და ამერიკული და ევროპული დახმარების გაჩერების შემთხვევაში რა მოდხება?

ჰოდა მსხვილი ბიზნესი, გამოიღვიძეთ და ხმა ამოიღეთ“, - წერს რუხაძე.

ცნობისთვის, გუშინ 14 მაისს, საპარლამენტო უმრავლესობამ მესამე მოსმენით, ე.წ. რუსული კანონი მიიღო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა