თბილისში იუვენტუსის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება

სულ ნახვები : 1,000
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის შემდეგ თბილისიც - დედაქალაქში მალე ახალი საფეხბურთო აკადემია გაიხსნება.

პარტია "ლელოს" ლიდერები ტურინის იუვენტუსის დელეგაციასთან ერთად ლისის ტბაზე იმყოფებოდნენ,  სადაც ძალიან მალე დამწყები ფეხბურთელებისთვის ტურინის იუვენტუსის ანალოგიური სასწავლო-სარეაბილიტაციო კომპლექსი გაიხსნება. 

ტურინის იუვენტუსის დელეგაციის შემადგენლობაშია მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ტრეზეგეც.

„გვქონდა განხილვა კონკრეტული პროექტის განხორციელების თბილისში, ეს არ იქნება მარტო ბავშვთა სპორტული აკადემია, არამედ ეს იუვენტუსის იქნება დიდი კომპლექსი. ვსაუბრობთ, იუვენტუსის სპორტულ კომპლექსზე, სადაც იქნება სამედიცინო, სასტუმრო, გამაჯანსაღებელი, საკონფერენციო, სპორტული სივრცეები და ბავშვთა აკადემია, რომლის ანალოგიც არის ტურინში, ეს იქნება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისთვის სერიოზული ლენდმარკი,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა