სტიქია იმერეთში - ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა

სულ ნახვები : 398
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სტიქიამ იმერეთის ოთხი მუნიციპალიტეტი  დააზარალა,  განსაკუთრებით რთული ვითარებაა  ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლებში, სადაც სეტყვამ, ძლიერმა წვიმამ და ქარმა დააზიანა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, გაანადგურა ვენახებიდა  სახნავ-სათესი სავარგულები. 

სტიქია იყო ასევე თერჯოლასა და საჩხერეში, სადაც ასევე მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, უამინდობის გამო ჯერჯერობით ზარალის დათვლა ვერ ხერხდება.

„დაზიანდა ოთხი მუნიციპალიტეტი. ესენია საჩხერე, ბაღდათი, თერჯოლა და ზესტაფონი. ზესტაფონსა და ბაღდათში, სამწუხაროდ, დაზიანდა ძალიან ბევრი სახნავ-სათესი და ვენახები. დიდია ზარალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში. ჯერჯერობით ნალექი არ შეწყვეტილა. როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, დავიწყებთ ზარალის დათვლას“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი ახადა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა