იმერეთში სტიქიამ 26 სახლი დააზიანა, 5 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება





...
ამ დროის მონაცემებით, იმერეთში სტიქიის შედეგად 26 სახლია დაზიანებული, - ამის შესახებ იმერეთში მხარის რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რწმუნებულის თქმით, ამ დროისთვის იმერეთის 5 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, იმერეთში 26 სახლია დაზიანებული, 7 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, საიდანაც 2-ს უკვე აღუდგა ელექტროენერგია“, - განაცხადა შალამბერიძემ.
რაც შეეხება ზარალის ოდენობას, რწმუნებულის თქმით, ზარალის დათვლა უკვე მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სტიქიამ იმერეთის 5 მუნიციპალიტეტი დააზარალა, განსაკუთრებული ზიანი ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლების მიადგა.
შეგახსენებთ, გუშინ იმერეთში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო, რასაც თან ძლიერი ქარი ახლდა, რამაც ვენახები, ნათესები და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.