რიკოთზე სიტუაცია კვლავ კრიტიკულია

სულ ნახვები : 549
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რიკოთის უღელტეხილზე მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, გასულ ღამეს კვლავ ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დამატებითი პრობლემები გამიწვია და კიდევ უფრო გაზარდა ავტომანქანების გადაადგილების საფრთხე.

გეოლოგ თეა გოდოლაძის განცხადებით, შეიძლება ასეულობით ან ათეულობით წლები დასჭირდეს გრუნტის ფენების ბუნებრივ პროცესებამდე მისვლას.

„ფაქტობრივად მიადგნენ ამ ქანებს ჩამოჭრეს და გააქტიურეს მეწყრული პროცესები, ეს ვერ გაჩერდება, სანამ ბუნებრივ სტაბილიზაციაში ეს ფერდები არ მოვა. ბუნებრივ სტაბილიზაციაში ამას ასეულობით წლები შეიძლება დასჭირდეს ან ათეულობით. არ ჟონავს ჩაჟონილი გრუნტის წყალი, მუდმივად სველია, აკეთებენ მოპირკეთებას, გამაგრებას, რომელიც რეალურად არ შველის, რადგანაც ეს რომ გააკეთო მყარ გრუნტზე უნდა ჰქონდეს მოჭიდება და მყარი გრუნტი იქ არ არის", - განაცხადა გოდოლაძემ

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა