აშშ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს
სულ ნახვები :
96
...
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მსოფლიო ლიდერები მხარს უჭერენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ღაზას სექტორში, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.
მანამდე ბლინკენმა კაიროში ვიზიტისას განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ერთადერთი მხარეა, რომელიც არ დათანხმდა წინადადებას. მისი თქმით, ისრაელმა მიიღო ბაიდენის შეთავაზება.