თუშეთში ტურისტული სეზონი დაიწყო

სულ ნახვები : 543
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუშეთში საავტომობილო გზის თოვლის მასისგან წმენდის სამუშაოები დაახლოებოთ ორი თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისათვის საავტომობოლო გზა თოვლისგან სრულად არის გაწმენდილი და სატრანსპორტო საშუალებები ამ დროისთვის თავისუფლად გადაადგილდებიან.

წელს  ტურისტულ სეზონს თუშეთი კიდევ ერთი სიახლით შეხვდება, ავტომობილით გადაადგილება ისეთ სოფლებშიც იქნება შესაძლებელი, სადაც ამ დრომდე სამანქანე გზა არ მიდიოდა.

ცნობისათვის, თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მსოფლიოს ყველაზე საშიშ გზებს შორის არის.

თუშეთის სოფლები რამდენიმე თვის განმავლობაში გარე სამყაროს სრულად არის მოწყვეტილი და იქ მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. საავტომობილო გზით სარგებლობა კი მხოლოდ მაისიდან  ბოლოდან ოქტომბრამდე პერიოდშია ნებადართული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა