ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა უნდა დაიწყოს უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე ივნისის ბოლოს.  ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა ახსენა უკრაინის მიერ რეფორმების გეგმის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც ევროკავშირის მიერ მომავალ წლებში მრავალმილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის პირობაა.

„უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა