„იქ, ჩვენთან“ - სოხუმის დრამატულ თეატრში პრემიერამ ანშალგით ჩაიარა

სულ ნახვები : 1,134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სოხუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის პრემიერა „იქ, ჩვენთან“ პრემიერა გაიმართა. რეჟისორ მერაბ ყოლბაიას მიერ დადგმულ ერთმოქმედებიან ფსიქოლოგიურ დრამაში, მოქმედება თანამედროვე დროს, აფხაზეთში ვითარდება.

ისტორია ასეთია: ერთ-ერთ შერეულ ოჯახს, სადაც ქმარი აფხაზია, ხოლო ცოლი - ქართველი, პატარა, საოჯახო სასტუმრო აქვს, რომელსაც არცთუ ოსე ხშირად ჰყავს მდგმურები.

ნესტორისა და ნინოს ერთადერთი მოზარდი შვილი საბი წიგნაკში ლექსებს წერს, თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს და როგორც ამბობს, გამუდმებით „ცოტაოდენ სილამაზეს ეძებს მახინს სამყაროში“, მაგრამ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მისი გაგება უჭირთ და „უცნაურსა“ და „ეშმაკის მიერ შეპყრობილს“ უწოდებენ. გარშემო არსებული ვითარების გამო, საბი მძიმე ფსიქოლოგიური წნეხს განიცდის და სასტიკი რეალობის მიღება უჭირს.

ენგურს მიღმა არსებულ სახლში, თავს იყრიან საოჯახო საქმეებით დაკავებული ინდივიდები, მდგმური, რუსულენივანი მღვდელი და თბილისში ნასწავლი აფხაზი ექიმი. სპექტაკლის მსველობისას ამ ადამიანების ირგვლივ მოვლენები ძალიან საინტერესოდ, მძაფრად და მოულოდნელად ვითარდება, საიდანაც საბოლოო ჯამში, ნათლად იკვეთება თუ რა გარემოებების გამოა მოწყვეტილი ჩვენი ქვცეყნისგან...აფხაზეთი.

პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. არ წყდებოდა აპლოდისმენტები და მაყურებლის სახეზე ცრემლი. 

გიორგი საკარული, cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა