ქართული დროშის ქვეშ შესრულებული რუსული სიმღერები - რა ხდება „НОВАЯ ВОЛНА“-ზე

სულ ნახვები : 1,219
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსულ მუსიკალურ კონკურს „НОВАЯ ВОЛНА“-ზე, რომელიც სოჭში ტარდება, საქართველოს სახელით, რუსეთში მოღვაწე მომღერალი, ხვიჩა კვარაცხელია (KHVICHA LUCCA) იღებს მონაწილეობას.

კონკურსის მიმდინარეობისას სამი საკონკურსო დღე იყო, სადაც კვარაცხელიამ ერთი ქართული სიმღერა და ორი რუსულენოვანი სიმღერა შეასრულა.

ცნობისთვის, მუსიკალურ კონკურს „НОВАЯ ВОЛНА“-ზე საქართველო ოფიციალურად მონაწილეობას არ იღებს, როგორც ცნობილია, მას შემდგომ რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო და კონკურსს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა, კონკურსის ორგანიზატორების მიერ, საქართველოს სახელით კონკურსანტი თვითნებურად იქნა წარდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის ერთ-ერთ ორგანიზატორს, კომპოზიტორ იგორ კრუტოის, კვარაცხელიამ ზემოაღნიშნულისთვის საჯარო მადლობა გადაუხადა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა